Saturday, May 25, 2013

1.პროექტის სახელწოდება:
შევისწავლოთ მუსიკა ერთად
2.პროექტის მთავარი იდეა:
სიმღერის შესრულება,მოსმენილი ნაწარმოების გამოცნობა.
3.პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებში გავაღვივებთ და განვამტკიცებთ მუსიკისადმი სიყვარულს.
4.პროექტის მიზნები:
ინფორმაციის მოძიება,მოსწავლეებს შორის ურთიერთ თანამშრომლობა,კომუნიკაციის უნარ-ჩვევები,კონკურეციის უნარის,შემოქმედებითობის განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი:
13 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
სიმღერის შესწავლა,მიღებული ცოდნის განმტკიცება,გაღრმავება.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ცარცი,დაფა,კალამი,სანიტო რვეული,პიანინო,მუსიკალური ცენტრი,დისკი,მიკროფონი,მე-6 კლასის სახელმძღვანელო.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
კლასი გაიყოს ორ ჯგუფად.კლასიდან შეირჩეს სამი მოსწავლე ჟიურისთვის.ორივე ჯგუფმა ცალ-ცალკე ჩამიაყალიბოს კითხვები სამ ეტაპად.
I-ეტაპი. მუსიკალური ნაწარმოების გამოცნობა.,,მოუსმინეთ გამოიცანით“.
1ჯგუფის მოსასმენი მასალა:1)ლუდვინ ვან ბეთჰოვენის „ელიზე“.2)რევაზ ლაღიძის ,,თბილისო“.
2ჯგუფის მოსასმენი მასალა:1)იოჰან სებასტეან ბახის ,,მენუეტი d moll.’’  2)ვაჟა აზარაშვილის ,,დინამო’’.
II-ეტეპი.მუსიკის დარგში შეძენილი ცოდნის,უნარ-ჩვევების დემონსტრირება. ,,ვინ მეტი იცის’’.
1ჯგუფის კითხვები: 1)რას ნიშნავს კონსონანსი? 2)რომელმა კომპოზიტორმა დაწერა ოპერა ,,ქეთო და კოტე’’? 3)რომელ საფეხურზე აიგება სუბდომინანტური სამხმოვანება? 4)ვინ არის იოჰან სებასტეან ბახი? 5)რომელ კომპოზიტორს ეკუთვნის ,,ავე მარია’’?
2ჯგუფის კითხვევები:1)რა არის ვარიაცია? 2)რომელ საკრავს უწოდებენ საკრავების მეფეს? 3)რომელია გამის მთავარი საფეხურები?4) ჩამოთვალეთ ალტერაციის ნიშნები: 5) რომელმა კომპოზიტორმა დაწერა ოპერა ,,აბესალომი და ეთერი’’?
III-ეტაპი.სიმღერის შესრულება. ,,ჩვენ ვეძებთ ტალანტებს’’.
თითოეულმა გუნდმა უნდა მოიძიოს დაშეასრულოს ერთ-ერთი(სოლო,საანსამბლო,ან საგუნდო)შესრულებით.
1ჯგუფის შესასრულებელი სიმღერა: რევაზ ლაღიძის სიმღერა ,,გაზაფხულდა აყვავილდა ნუში’’.
2ჯგუფის  შესასრულებელი სიმღერა:ორერა,, ჩემი საქართველო აქ არის“.
ჯგუფებს შორის აქტივობას ჟიურის წევრები შეაფასებენ და გამოავლენენ გამარჯვებილ გუნდს.
10საგნებთან/სააგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
VI.2მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.
VI.6მოსწავლეს შეუძლია სხვებთან თანამშრომლობა.
VI.7მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების განხილვა,შეფასება.
VI.8მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
VI.10მოსწავლე იცნობს ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს და წარმომადგენლებს.
11პროექტის ხელმძღვანელი:   სოფია გოგიჩაშვილი.
12ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   gogichashvilisofia@gmail.com
13პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: